12:31 31.07.2020
ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:


"თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას  სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში  აღდგენას ახდენს.

 

აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში,  ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

 

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან  16 აგვისტოს ჩათვლით,  ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! "- ნათქვამია განცხადებაში.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge