14:49 31.07.2020
"ნაციონალები კონგრესმენებზე ბევრს ხარჯავენ" - ვალერი ხაბურძანია

ვალერი ხაბურძანიამ რადიო "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკელ კონგრესმენებზე და ლობისტებზე ისაუბრა.

 

როგორც მან მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" განაცხადა, აშშ-ის ოფიციალურ სტრუქტურებში ყველაფერი მოზომილი და გაწონასწორებულია.

 

"რომ შეაფასო, კარგად უნდა იცნობდე ამერიკულ  სისტემას.

 

იქ არსებობს სქემა, რომელსაც ლობიზმი ჰქვია და რომლის განეიტრალებას საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ ვერ ახერხებს.

 

სავარაუდოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი აქვს დახარჯული ამ კონგრესმენებზე.

 

ფინანსების დახარჯვა ერთია, ხოლო რამდენად სწორად ხარჯავ, მეორე", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge