დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხეს ივნისში ქვეყნის ეკონომიკის 7,7% -თ შემცირების გამო" 31.07.2020 16:35

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"მაინც არ მეგონა თუ ჩემს ქვეყანაში მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქართველობას იჩემებენ, ამ ქვეყნის გულმხურვალე მოქალაქეობაზე და პატრიოტობაზე დებენ თავს, და ამ დროს ქვეყნაში შექმნილი პრობლემები უხარიათ. ისეთი სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხეს ივნისში ქვეყნის ეკონომიკის 7,7% -თ შემცირების გამო, რომ წარმოვიდგინე როგორ დაუგრძელდებოდათ ბრაზისგან სახეები 7,7% ზრდა რომ დაფიქსირებულიყო.


ნაც-ტელევიზიების სამეული თუ ოთხეული თავის ზონდერ-ჟურნალისტებით, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ავანგარდში იყო. მათ რა თქმა უნდა "გამორჩათ" ის "პატარა," მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ეკონომიკის ვარდნა აპრილ-მაისში 13,5 და 16,6% შეადგენდა, რომ ამ თვის ვარდნის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია, რაც იმის ინდიკატორია, რომ მავანთა ავი სურვილების მიუხედავად ("რაც უარესი მით უკეთესი") პროცესი მაინც დადებითი დინამიკით მიდის.


დემოკრატია კი სხვა თავისუფლებებთან ერთად მაწაკობის თავისუფლებასაც გულიხმობს,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ