00:50 01.08.2020
„ორშაბათს გაერთიანებული ოპოზიცია პაატა ბურჭულაძის კანდიდატურას დიდუბეში წარადგენს“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას პაატა ბურჭულაძის საპალამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ:

 

„ჩემმა უტყუარმა ,,წყარომ,, ამბავი მომიტანა, ორშაბათს გაერთიანებული ოპოზიცია პაატა ბურჭულაძის კანდიდატურას დიდუბეში წარადგენსოო. უიმეეე, რა დღეები გელის, პატაია, ჩემს უბანში, ნეტა იცოდე“, წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი კი ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს. რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსა და საბურთალოს, საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ბოლო დრომდე გრძელდებოდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge