23:37 02.08.2020
„კავკასუსმა, მარეგულირებელი კომისიის გვერდის ავლით, ინტერნეტის სტრატეგიული მაგისტრალის 49% რომ მიჰყიდა აზერბაიჯანს, ვიცოდით? ვინ დგას ამ მავნე გარიგების უკან?“

ამირან სალუქვაძის პოსტი:

 

კავკასუსმა, მარეგულირებელი კომისიის გვერდის ავლით, აპრილში, ინტერნეტის სტრატეგიული მაგისტრალის თავისი წილის 49% რომ მიჰყიდა აზერბაიჯანს, ვიცოდით. პარლამენტის ახალი კანონის წინააღმდეგ რომ აბობოქრდნენ მთელი ოპოზიცია, ოპოზიციური მედია და არასამთავრობოები, გარკვეულ ბიზნესწრეებთან ერთად, კავკასუსისნაირ კომპანიებში დროებითი მმართველის შესაძლო დანიშვნის გამო, ესეც კარგადაა შესაფასებელი. დროებითი მმართველი კი არა, საერთოდ ექსპროპრიაცია უნდა მოხდეს მთელი ქონების. როცა ვსაუბრობთ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს და მართვაში შეიძლება გადასცეს კერძო კომპანიას, ოპონენტები ამბობენ ყველაფრის გაყიდვა შეიძლებაო. აი თუ შეიძლება. ახლა სახელმწიფო ცდილობს საწყის მდგომარეობაში დააბრუნოს ყველაფერი, რაც არ იქნება მარტივი. ტვ იმედი, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეთ კავკასუს ონლაინის მეპატრონეების ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ კომპანიის გასხვისება, წლების წინ, ძალადობრივად მოხდა, მაშინ ისიც უნდა ითქვას. ვინაა რეალური მფლობელი, ვინ დგას ამ მავნე გარიგების უკან? გარიგების გაუქმებაში აქტიურად უნდა ჩავრთოთ სტრატეგიული პარტნიორები (ამ სკამის ანაბეჭდს რომ ალაპარაკებთ, ავტორიტეტია?)




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge