დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ირანმა და საქართველომ ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე იმსჯელეს 03.08.2020 12:18

ბოლო დღეებში ირანის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აქტიურად ვრცელდება საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯავად კავამ-შაჰიდის ბოლოდროინდელი შეხვედრები და მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან - პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ა.შ. ასე მაგალითად, მასალები გამოაქვეყნეს საინფორმაციო სააგენტოებმა „მეჰრ“-მა, „ირნა“-მ, ტელეკომპანია „ირან თი-ვი“-მ, რადიოსადგურმა „ირანის ხმა“-მ, დაიბეჭდა გაზეთებში «Financial Tribune»-ში, «Tehran Times»-ში და სხვებში.


როგორც მასალებშია აღნიშნული, ირანელი დიპლომატი, თავისი ქვეყნის მთავრობის დავალებით, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განახლებას სთხოვს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იქნა „გაყინული“. „მხარეები შეეხნენ ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებს, ირანული და ქართული კულტურის ურთიერთკავშირებს, ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას სხვადასხვა სფეროებში იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც დღეს კავკასიის რეგიონისა და მთლიანად მსოფლიოს სახელმწიფოების წინაშე დგას. „ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა და ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს სხვადასხვა სფეროებში - პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საერთაშორისო არენაზე, გამოდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერით“, - განაცხადა ჯავად კავამ შაჰიდმა.


ირანის ელჩმა აღნიშნა ის პრობლემებიც, რომლებსაც ირანის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში - ბინადრობის ვადის გაგრძელებასთან, ქონების ფლობა-დაზიანებასთან, პროდუქციის იმპორტთან და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაუყონებლივ იქნას მიღებული ზომები ამ პრობლემების მოსაგვარებლად“.


თეირანის გაზეთი «Tehran Times», აქვეყნებს რა ორი აგვისტოს ნომერში ირანის ელჩის შეხვედრების ამსახველ მასალას სათურით „ირანმა და საქართველომ ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე იმსჯელეს“, აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილია ირანთან მეგობრობის ჯგუფი დეპუტატ შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით. სტატიაში გახსენებულია გასული წლის ბოლოს ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მეთაურის გოლამ-ჰოსეინ შაფიეს შეხვედრა ქართველ დეპუტატთან, რომლის დროსაც მხარეებმა მრავალ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ქართულ-ირანულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე, ირანის მიერ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებაზე და ა.შ.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის განახლება-განვითარება სასარგებლოა როგორც ირანისათვის, ასევე საქართველოსათვის.


წყარო: https://www.tehrantimes.com/news/450732/Expansion-of-economic-ties-discussed-between-Iran-Georgia

 

/მოამზადა სიმონ კილაძემ/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ