დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ჭოროხზე აგებული კაშხლებით შექმნილ წყალსაცავებში წყლის დონე შემცირდა 03.08.2020 12:52

 

თურქული გაზეთის „ჰურიეთ“-ის («Hürriyet») ორი აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჭოროხზე აგებული კაშხლებით შექმნილ წყალსაცავებში წყლის დონე შემცირდა“, რომელიც საქართველო-თურქეთის ტრანსასაზღვრო მდინარის ჭოროხის შუა და ზემო წელში აგებული კაშხლებისა და წყალსაცავების მდგომარეობას ეხება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მდინარე ჭოროხი თურქეთის ყველაზე სწრაფი მდინარე და შესაბამისად, ყველაზე მეტი ჰიდროენერგიის წყაროს წარმოადგენს.


ჭოროხის კაშხლების წყალობით, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების (ჰეს) კონსტრუქციის მთავარი კომპონენტია, თურქეთში მილიონნახევარზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. დღეისათვის გამომუშავებულია 32 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტრონერგია, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტში 16 მილიარდი ლირაა შეტანილი.


სამწუხაროდ, მიმდინარე წლის ზაფხულში ბორჩხის, მურატლის და დერინერის წყალსაცავებში წყლის დონე, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. ასპროცენტიანად შევსებულია მხოლოდ ერთადერთი ართვინის ახლოს მდებარე წყალსაცავი. „ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ წყლის დონის შემცირება კლიმატის დათბობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ართვინის უნივერსიტეტის მეტყევეობის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის პროფესორი აიდინ ვინტოჩოღლუ ამბობს, წყლის დონის სემცირება რაიმე საშიშროების მანიშნებელი არის, რადგან ეს პერიოდულად ხდება და დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე მთებში, სადაც ჭოროხი სათავეს იღებს. სავარაუდოდ, სიტუაცია შემოდგომით გამოსწორდება.


სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ წყალსაცავებში წყლის დონის დაწევის შედეგად ის შენობები გამოჩნდნენ, რომლებიც კაშხლების მშენებლობის შედეგად წყალმა დაფარა. მაგალითად, სოფელ ნარიკთან უკვე მოჩანს მეჩეთის, სკოლის და მაღალი საცხოვრებელი სახლების ზემო ნაწილები.


წყარო: https://www.hurriyet.com.tr/gundem/coruh-nehri-uzerindeki-3-barajda-su-seviyesi-azaldi-41577694

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ