დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„კინო, იმაზე დიდი მასწავლებელია თაობებისთვის, ვიდრე ეს პროკურორ ნიკოლოზ გვარამიას ჰგონია, რომელმაც ვერაფერი გაუგო მედიას, მის წესებს და გამოყენების მიზნებს“ 03.08.2020 22:48

ლია ტოკლიკიშვილის პოსტი:

 

მირეკავს და მწერს ბევრი ნაცნობი "მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის გამო, რომელიც ჩემი და ნანა ჯანელიძის სცენარით გადასაღებად უკვე გამზადებულ ფილმს შეეხება. პოლიტიკური სიბეცე და სიმახინჯეა, რომ კითხვები გაგიჩნდეს იმ ფილმისთვის გამოყოფილი სახსრების მიმართ, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე "პანდემიაზეა". "სად მიდის ლიზა" აფხაზეთზეა, ყველა ჭირზე, ვირუსზე, პანდემიაზე, სხეულის ყველაზე მწარე ტკივილზე მეტ ტკივილზე და ჭირზე, თუკი ჩვენი სხეულის შეცნობა და შეგრძნება ჯერ კიდევ შეგვიძლია. ამიტომ ჩვეულებრივი უწიგნურობა და პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ რომელიმე საგანმანათლებლო პროექტს დააკლო რამე ამ ფილმის დაფინანსებამ. კინო, როგორც მედიაფიქცია, იმაზე დიდი მასწავლებელია თაობებისთვის, ვიდრე ეს პროკურორ ნიკოლოზ გვარამიას ჰგონია, რომელმაც, სამწუხაროდ, დღემდე ვერაფერი გაუგო მედიას, მის წესებს, ფორმებს და გამოყენების მიზნებს. ამიტომ ერთი... ყველა ბნელი კაცისაც ... ჩვენ ამ ფილმს აუცილებლად გადავიღებთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ