დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ნაცების "კრეატიულობას" ორი მხარე აქვს - ნათელი და ბნელი" 04.08.2020 12:36

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ნაცების "კრეატიულობას' ორი მხარე აქვს - ნათელი და ბნელი.


ნათელი ჰორიზონტი - სააკაშვილმა როგორც დასახა, ტყემალია. ტყემალი, როგორც ალალი იმპროვიზაცია, უფრო შორს მიმავალი პროექტია, ვიდრე მაგ. მწვალელებლურად შეთხზული "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც სააკაშვილის ტყემალთან შედარებით ბალიც კი არ არის, იმდენად "არაკრეატიული" ყეყეჩობაა!


რაც შეეხება ბნელს, ჰორიზონტი არსებითად არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, რა გასაკვირია - იმიტაციას მიმართავენ და ამ მიმართულებით, ბუნებრივია, ტყემალზე გაცილებით შორს არიან გასულნი.


მათი "ბნელი სტრატეგია" გულუბრყვილობამდე მარტივია: სურთ, 2012 წელი "შებრუნებით" დადგან, ანუ დრამაში .როლები გაიცვალოს: ქოცები იმ დროინდელ ნაცებად დაგვანახონ და პირიქით. ე.ი. ივანიშვილი - გააჩოყლაყონ, ხოლო სააკაშვილი - გააბიძინონ. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში დრამას კი არა, ფარსს მივიღებთ. ამ იმიტაციურ სცენარში, რასაკვირველია იყო "შუა უნდა გაიკრიფოს" აქტიც, რაც ოპოზიციის გაერთიანების ფანჩატურული სცენის დადგმას ნიშნავდა. აი, აქ კი ფარსის ჟანრის კრიტერიუმებითაც კი ჩაფლავდნენ - რადგან ბიძინას გაჩოყლაყება კი ყველა ოპოზიციურ პარტიას სურს, მაგრამ ჩოყლაყის გაბიძინება - ნურას უკაცრავად!


მიუხედავად ამისა, ფარსის თამაშს მაინც აგრძელებენ, რადგან სხვა სცენარი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ მაშინ ტყემალს ბოლომდე უნდა მიაწვნენ! ხოლო ეს გზა კი მიტყემლვ-მოტყემვლის იქით არსად მიდის და უიმედო ჩიხია.


იაფფასიან ფარსს, უფრო სწორედ - ბალაგანს, რასაც ახლა დგამენ - უწინარესად, ცნობილი ტრაგედიების "გაგირგვლიანების" სცენარით, რაც არ უნდა მძაფრი დრამატურგია სცადონ, ტრივიალური ბალაგანის ფინალი ექნება: ცრუდ გაბიძინებული ჩოყლაყი, ყველასთვის, მათ შორის მომხრეებისთვისაც - უშნოდ გამასხარავდება, მაინც ტყემალზე ავა და მაყურებელს ბლის კურკებს დააყრის.


რა გავლენა ექნება ამ ბალაგანს არჩევნების შედეგებზე? ეს ძნელი გამოსაცნობი არ გახლავთ - თუკი "ოცნება" უბალაგნოდ აიღებდა მყარ უმრავლესობას, ამ ბალაგანის ფონზე - დიდი ალბათობით, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ