დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო - FBI-ს ვენდობი, რასაც დაადგენენ, ყველაფერზე თანახმა ვიქნები“ 04.08.2020 20:29

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე მივლენ. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმეში FBI-ს ჩართვა ოჯახს სიმართლის დადგენაში დაეხმარება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შესახვედრად ხვალ,11:00 საათზე მივდივართ, სავარაუდოდ, იმ 5 გამომძიებელთან, რომლებიც უწყებამ გამოყო. ასე ვფიქრობ, სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო. FBI-ს ვენდობი, რასაც დაადგენენ, ყველაფერზე თანახმა ვიქნები“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. აღნიშნული მიზნით, უწყების წარმომადგენლები ხვალ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებიან. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ