20:48 04.08.2020
"ბატკა": ეს საცოდავი სამი ქალია ჩემი მოწინააღმდეგე?

სიმონ კილაძის პოსტი:

 

დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა და იმავდროულად პრეზიდენტობის კანდიდატმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის მოსახლეობას და პარლამენტს მიმართა. "ბატკამ" მოუწოდა მხარდამჭერებს, ბელარუსის მცხოვრებლებს, ამომრჩევლებს, რომ მტკიცედ იდგნენ სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე და ხმა იმ კანდიდატს მისცენ, ვინც ჭეშმარიტად გამოცდილი და თავდადებული ადამიანია. პრეზიდენტის თქმით, არიან გარკვეული ძალები, პროვოკატორები, ტროლების მთელი არმია, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზების მიზნით. 

 

"რას სჩადიხართ? რას აკეთებთ? იპოვეთ, ხომ, ეს სამი საწყალი, სამი უბედური ქალი? ისინი ხომ აზრზე არ არიან? ისინი ხომ იმას კითხულობენ და აცხადებენ, რასაც თქვენ უწერთ", - მიმართა ლუკაშენკომ პროვოკატორებს და ტროლებს. სამი ქალში მან იგულისხმა სვეტლანა ტიხანოვსკაია (პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი), აგრეთვე მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო, რომელთა კანდიდატურები ცესკომ დაიწუნა, მაგრამ ახლა ორივე სვეტლანა ტიხანოვსკაიას ეხმარებიან..

 

"ისინი ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ. მაგრამ ჩვენ კარგად ვხედავთ, ვინ დგას მათ უკან", - თქვა ლუკაშენკომ.

 

https://lenta.ru/news/2020/08/04/devchonki/…




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge