21:02 04.08.2020
„ავიღოთ სესხი, რომელიც უნდა იყოს 25-წლიანი და გამოვიყენოთ მომსახურების სფეროს განვთარებისთვის, რომლის საშუალებითაც ტურიზმი ისევ აღორძინდება“

 

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, საქართველოს ტურიზმის ალიანსის ბორდის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში  „განსაკუთრებული აზრი“ ეკონომიკის სექტორს სთავაზობს გამოსავალს, რომლის საშუალებითაც ქვეყანა მოაგვარებს გაზრდილი საგარეო ვალის პრობლემას:


„ქვეყანას ბევრი ვალი აქვს ამ ეტაპზე აღებული, კვლავ ვალის აღების შემთხვევაში საერთაშორისო დონორები ითხოვენ გარანტიას, რომ ქვეყანა სესხს აუცილებლად გადაიხდის. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფოს შევთავაზოთ ასეთი რამ: ავიღოთ სესხი, რომელიც უნდა იყოს 25-წლიანი და გამოვიყენოთ მომსახურების სფეროს განვთარებისთვის, რომლის საშუალებითაც ტურიზმი ისევ აღორძინდება“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge