დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„ქაშიაშვილმა, ბაჩალეიშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებები თვითონვე გამოიგონა, ან მისმა შეფმა, რომ დამატებითი კითხვები გაეჩინა ხელისუფლების მიმართ“ 04.08.2020 22:29

გია აბაშიძის პოსტი:

 

კეზერაშვილის „TV ფორმულას“ ჟურნალისტმა, ჩემთვის ჭურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა არ ითანამშრომლა და ვერავითარი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ცხონებული ბაჩალეიშვილის საქმეზე მის მიერ ეთერში გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ამ ქაშიაშვილმა (ყოფილი "ერორელი") ტელეეთერში განაცხადა, თითქოს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თამუნა ბაჩალეიშვილს სამი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზე ჰქონდა წვდომა და ამ ფაქტს უკავშირდება მისი გარდაცვალება. თუმცა, ქაშიაშვილმა გამოძიებასთან ვერც ამ სამი მაღალჩინოსანის გვარი დაასახელა და არც ის, თუ საიდან გააჩნდა ეს ინფორმაცია. გაიხსენეთ 2018- ში, ეკა გიგაურის სიზმარი ყალბ პასპორტებზე და მერე წყაროს 'გაუმჟღავნებლობა' ...


იბადება ორი ვერსია:


1. ქაშიაშვილმა, ბაჩალეიშვილის საქმეზე მის მიერ ეთერში გაკეთებული განცხადებები თვითონვე გამოიგონა ან მისმა პროდიუსერმა/შეფმა, რომ ამ საქმის ირგვლივ დამატებითი კითხვები გაეჩინა ხელისუფლების მიმართ და ეს 99% -ანი ალბათობით ასეა.


2. დავუშვათ 1%-იანი ალბათობით, რომ მას ეს ინფორმაცია ვიღაცამ მართლაც მიაწოდა, რატომ არ თანამშრომლობს ის გამოძიებასთან?!

 

პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ქაშიაშვილს, ისევე როგორც მთლიანად ნაცკლასტერის მონა ჭურნალისტებს, საერთოდ არ ადარდებთ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი და საერთოდ არ აინტერესებთ გამოძიებული იქნება ეს საქმეები თუ არა. ტელესვავების ერთადერთი მიზანი და ამოცანაა, ამ ტიპის საქმეების ირგვლივ გააჩინონ უნდობლობის შეგრძნება საგამოძიებო უწყებებისადმი, რამენაირად სცადონ დააზიანონ ხელისუფლება და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ნაცრეჟიმის დროს, ხოცავდნენ და დადიოდნენ ახალგაზრდების ცხედრებზე. ამას ნაცვასალი კოლექტიური ქაშიაშვილები და გოიმი მელაძეები არ აშუქებდნენ. ახლა კი, ნაცების ოპოზიციაში ყოფნისას, ასრულებენ დაკვეთას - ცდილობენ ახალგაზრდების ცხედრები გამოიყენონ ნაცსექტის დესტრუქციული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

 

როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას დამარცხდნენ თავისი ამ ანტიჰუმანური, არაადამიანური და მანიაკალური მენტალობის გამო, ისე ოპოზიციის ამპლუაში არიან განწირულები მარცხისთვის!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ