00:10 05.08.2020
ისრაელის არმია ლიბანს დახმარებას სთავაზობს

ისრაელის არმია ლიბანს დახმარებას სთავაზობს, - ამის შესახებ განცხადება ტვიტერზეა გამოქვეყნებული. სამხედროების გადაწყვეტილებით, დადგა დრო, როცა ისრაელმა უნდა გადადოს კონფლიქტი მეზობელ ლიბანთან. ინფორმაციას ტასს-ი ავრცელებს.   

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბი აშკენაზი უარყოფს ნებისმიერ ვერსიას, რომლის თანახმადაც, ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე შეიძლება, ისრაელი იყოს პასუხისმგებელი: „არ არსებობს მიზეზი, არ დავიჯეროთ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქება შემთხვევითობა იყო“. ამ თემაზე CNN ისრაელის ხელისუფლებაში ესაუბრა ორ მაღალჩინოსანს, რომლებმაც ასევე დაადასტურეს, რომ ისრაელი ამ საქმეში არ არის გარეული. მანამდე ბეირუთში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად ისრაელის მიერ რადიკალურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საწყობზე იერიშის მიტანა დასახელდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge