01:18 05.08.2020
ვინ არის ბაჩანა, რომელმაც ბაჩალიაშვილის დედას თამართან ერთად გადაღებული ფოტოები გაუგზავნა და მიწერა, რომ მათ, თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს

ვინმე ბაჩანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩნდება, გარდაცვლილის დედისთვის ეჭვებს აჩენს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ამ პიროვნებამ - ბაჩანამ, ოჯახის მოთხოვნა - გამოძიებაში FBI-ს ჩართვაზე, გააპროტესტა. დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ მათ ოჯახში ბაჩანა პირველად თამარ ბაჩალიაშვლის გასვენების დღეს, მისმა ნათესავმა მიიყვანა. ამის შემდეგ კი კონტაქტი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ინტერნეტის საშუალებით ჰქონდა.

 

“წუხელ საღამოს, რომ უკვე გადავწყვიტე საელჩოსთან შეხვედრა, მომწერა რას შვები, როგორა ხარ, რას აპირებო. რომ ვახსენე ამერიკის საელჩოსთან უნდ გავმართო აქცია, FBI-ი რათ გინდა, რას გაარკვევსო...მე ვუთხარი მოგზავნილი ხო არა ხარ-მეთქი, აქეთ მწერს, იქნებ შენ ხარ მოგზავნილიო... მე მგონი შემოგზავნილი და შემოგდებული ვიღაცაა​", - ამბობს თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ წაშალა სოციალური ქსელიდან თამაზაშვილმა ვინმე ბაჩანა. ბაჩალიაშვილის დედა ასევე ჰყვება, რომ გასვენების შემდეგ ბაჩანამ "მესენჯერის" საშუალებით შვილმკვდარ დედას თამართან ერთად, 19 ივნისს გადაღებული ფოტოები გაუგზავნა და მიწერა, რომ მათ, თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

 

 

 

 

resonancedaily.com




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge