12:30 05.08.2020
"ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში" -გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

 

 

მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და  სიმტკიცეს უსურვებს.

 

 

„ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა  გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა  ოჯახებს და მეგობრებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და  სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში,"- წერია პრემიერ-მინისტრის ტვიტში.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge