დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ბეირუთში ქართული გვარჯილა აფეთქდა?! 05.08.2020 16:30

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ბეირუთში ქართული გვარჯილა აფეთქდა?!


გუშინ, 4 აგვისტოს, ბეირუთში ისეთი აფეთქება მოხდა, რომელმაც ნახევარი ქალაქი დააზიანა, დაიღუპა 78 ადამიანი.


როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსია ასეთია: რამდენიმე წლის წინ ბეირუთის ნავსადგურში მოლდოვას დროშით მცურავ გემი "როსუსი" შესულა, რომელსაც საქართველოდან მოზამბიკში სამი ათას ტონამდე ამონიუმის ნიტრატი (აზოტოვანი გვარჯილა) გადაჰქონდა. ლიბანის ნავსადგურის წარმომადგენლებს ტვირთი უკანონოდ მიუჩნევიათ, მას კონფისკაცია გაუკეთეს და ნავსადგურის რომელიღაც საწყობში დაყარეს. გვარჯილა წესების დარღვევით ინახებოდა. საწყობში შედუღების სამუშაოები დაუწყიათ და ამ დროს აფეთქებულა.


შექმნილია სპეციალური კომისია მომხდარი აფეთქების მიზეზების გასარკვევად.


ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა, შემოღებულია ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა.


დონალდ ტრამპმა ბეირუთში მომხდარი აფეთქება "უცხო ძალების შეტევად" ჩათვალა (ესე იგი, ტერორისტულ აქტად) და ლიბანელ ხალხს დახმარება აღუთქვა. ასევე დახმარების სურვილი გამოხატეს ისრაელმა, თურქეთმა, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა.


საქართველოს მთავრობამ ლიბანელ ხალხს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა." - წერს სიმონ კილაძე.

 

https://riafan.ru/1299453-premer-livana-rasskazal-o-prichin…

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ