დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ამ ხალხმა უსაფუძვლოდ დაიჭირა, აწამა და გააუბედურა ათეულობით ათასი ადამიანი" 05.08.2020 16:34

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"დღევანდელ ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე აქტიურობენ:


ზურაბ ადეიშვილის დროინდელი ოთხი პროკურორი:

გვარამია, ზოდელავა, საყვარელიძე, ღვინიაშვილი;


ზურაბ ადეიშვილის ორი მოადგილე:

გიორგი ვაშაძე და ოთარ კახიძე;


ადეიშვილის ორგზის მოადგილე (იუსტიცია, უშიშროება):

გიგი უგულავა;


მიშა სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი:

გიგა ბოკერია;


მიშა სააკაშვილის სამგზის ძალოვანი მინისტრი:

ირაკლი ოქრუაშვილი;


მიშა სააკაშვილი ხერხემალი ძალოვანი:

ვანო მერაბიშვილი;


მიშა სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი:

გიორგი ბარამიძე;


მიშა სააკაშვილის სასჯელაღსრულების მინისტრი:

დიმიტრი შაშკინი;


მიშა სააკაშვილის პოლიციის აკადემიიის შეფი:

ხატია დეკანოიძე;


ამ, ეგრედ წოდებულმა ხალხმა, მათივე ვიცე-ბელადის, ვანო მერაბიშვილის ცოლის დავალებით მოკლული გირგვლიანის საქმე ისე გააყალბა, რომ სტრასბურგი განაცვიფრა და მისი ვერდიქტის მიუხედავად, სიმართლის დადგენას ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;


ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა (ხუთმა პროკურორმა), წლობით ათრია ბუტას საქმე სეიფიდან სეიფში და ამ საქმეზე სიმართლის დადგენასაც ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;


ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა, ჩაცხრილა ვაზაგაშვილი და ისე გააყალბა საქმე, რომ სტრასბურგის გამაოგნებელი ვერდიქტი დაიმსახურა;


ამ ხალხმა უსაფუძვლოდ დაიჭირა, აწამა და გააუბედურა ათეულობით ათასი ადამიანი.


ამ, ეგრედწოდებულ ხალხს, ქართველები მართლა მეხსიერებადაკარგული ერი ვგონივართ, - იქნებ, არცთუ უსაფუძვლოდ?


ოქტომბერში გავცეთ ამ კითხვას პასუხი!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ