დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„დღეს რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, შემდეგი შედეგი დადგებოდა: ტრამპი 284 ხმა, ბაიდენი - 254“ 06.08.2020 21:27

ირაკლი გოგავას პოსტი:

 

ბენიამინ ვოლფმაიერის (Benjamin Wolfmeier) მიერ 3 აგვისტოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს შემდეგი შედეგი დადგებოდა: ტრამპი 284 ხმა, ბაიდენი 254. აშშ-ში საარჩევნო სისტემა შემდეგნაირია: აშშ-ს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, სადაც ჯამში არის 538 კოლეგიის წევრი. კოლეგიის წევრებს კი ირჩევს ცალკეული შტატი. ყველა შტატს სხვადასხვა რაოდენობის კოლეგიის წევრის არჩევა შეუძლია. მაგალითად: კალიფორნიას 55 ხმა აქვს კოლეგიაში, ტეხასს 38, ფლორიდას 29 და ასე შემდეგ - მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ამასთან შტატების აბსოლუტურ უმრავლესობაში ერთმა კანდიდატმა 1 %-ით მეტიც რომ მიიღოს, მიაქვს შტატის საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმა. რუქაზე ნაჩვენებია, თუ რომელ შტატს რამდენი ხმა აქვს კოლეგიაში. ლურჯი და ცისფერი შტატები ბაიდენის მომხრეა, დანარჩენი ტრამპის. ბენიამინ ვოლფმაიერის კვლევები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის შტატების მიხედვით აკეთებს კვლევებს, რაც შეესაბამება აშშ-ს საარჩევნო სისტემას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ