2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაცით, პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:
ნიკა მელია - თბილისი (გლდანი)
ლევან ხაბეიშვილი - თბილისი (სამგორი)
დავით კირკიტაძე - რუსთავი
გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი
აზერ სულეიმანოვი - მარნეული
ხატია დეკანოიძე - თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი
ლევან ბეჟაშვილი - გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო
გიორგი ბოტკოველი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი
ბადრი ბასიშვილი - გორი-კასპი
ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი
მელიქ რაისიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა
დევი ჭანკოტაძე - სამტრედია- წყალტუბო
ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე იმსჯელეს შტაბში ფუნქციების განაწილებაზე და მაჟორიტარი კანდიდატების სტრატეგიაზე - რომელ რეგიონში რომელი მაჟორიტარი შეიძლება სჯობდეს. „ჯერ არ შევჯერებულვართ, მაგრამ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ. ამიტომ ძალიან მალე, როდესაც წარდგენა იქნება, ამას გაიგებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge