რა პროცესები მიდის ოპოზიციაში? რადიო „ჯორჯიან თაიმსში“, მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ რეჟისორი გოგა ხაინდრავა საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიცია აღარ არსებობს და ცარიელი სკამები დარჩა:
„ოპოზიცია აღარ არსებობს, დარჩა ცარიელი სკამები. მე პირველსავე დღეს ვამბობდი, როგორ შეიძლება ბურჯანაძე, უგულავა, ბოკერია და ნათელაშვილი ერთად იყვნენ? მე ყველას კარგად ვიცნობ, ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს. თავმოყვარეობა არ უნდა ჰქონდეს არც ერთს, რომ ერთმანეთის გვერდით დასხდნენ“. - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge