დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რომელი ღვინო ითვლება ყველაზე პოპულარულად რუსეთში 07.08.2020 13:37

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ (РИА «Новости») იუწყება, ხარისხის მართვის ეროვნული სახელმწიფო სისტემის „როსკაჩესტვოს“ („რუსული ხარისხი“) ექსპერტებმა დაასახელეს ღვინის მიმწოდებელი ათი ქვეყანა, რომელთა პროდუქცია ქვეყნის მოსახლეობაში ყველზე მეტი პოპულარობით სარგებლობს: სტატიაში სათაურით „ყველაზე პოპულარული ღვინოები რუსეთში“, ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე მიმზიდველი იტალიის ღვინოები გამოდგა (27%), შემდეგ მოდის თანმიმდევრობით - ესპანეთი, საქართველო, საფრანგეთი, „აფხაზეთი“, ჩილი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გერმანია და მოლდოვა.


რუსეთში ყველაზე ძვირი ღვინო საფრანგეთიდან შედის (იპორტირებული ერთი ლიტრი ღვინო თითქმის 4 დოლარი ღირს), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19 დოლარი). ყველაზე იაფ ღვინოს რუსეთს მოლდოვა აწვდის (1,7 დოლარი)


„ღვინოს რუსი მევენახეები და მეღვინეებიც ამზადებენ, მაგრამ მოსახლეობას მაინც მითიურად სჯერა, რომ იმპორტული ღვინო სამამულოზე უფრო უკეთესია და მზად არიან, იმპორტულში უფრო მეტი ფული გადაიხადონ. მაგალიტად, ყველაზე პოპულარული ერთი ბოთლი „წყნარი“ ღვინის ფასი მაღაზიებში 450 რუბლს აღწევს, „ცქრიალა“ ღვინისა - 100 რუბლს და ეს მაშინ როცა მაღალხარისხიანი რუსული ღვინო უფრო დაბალ ფასად იყიდება“, - ამბობს „როსკაჩესტვოს“ დირექტორის მოადგილე ილია ლოევსკი სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტთან საუბარში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://ria.ru/20200806/1575439655.html

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ