დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ასეთებს ნუღა შემოგვტენით, საკუთარ თავებსაც მიხედონ ცოტა!" 07.08.2020 13:43

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ყველა ჯერზე წარმოგვიდგენენ ვიღაც @ვერჩიტებს, მოვიკლავთ თავს, - არიქა, რა კარგი ბიჭია, რა კარგი გოგოა. უუფ, შენ გენაცვალე ეს იმსახურებს დეპუტატობას, ჩვენია, ერთგულია, ისაა ესაა, ვიტანთ იმის გამო დამცირებას, ფურთხებას ,,ვკაჩაობთ" კბილებით გავათრევთ და მერე? ის თავად კია მშვიდად, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, მის გამო რამდენ შეურაცხყოფას ვიტანთ, საკუთარი თავის დასაცავადაც არ იღებს ხმას, აქ არ ვართ მის მაგივრად პასუხის გამცემები? რაზე იწვალოს! თითქოს მისჯილი მაქვს ვიღაც ყურპარტყუნების ,,პიარი,, ხოდა შებლაყუნდება მერე სკამზე, უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ, ისე ღალატობს გუნდს და ჩვენ ვრჩებით პირღია. ის კი ისე გვამუნათებს გვლანძღავს, თითქოს გუშინ ჩვენს იმედად არ იყო :))

ხოდა, ასეთ @ირებს ნუღა შემოგვტენით, საკუთარ თავებსაც მიხედონ და ერთგულებაც ისწავლონ ცოტა!" - წერს ჯღარკავა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ