დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"8 აგვისტო! 2008!... წყალი ხომ არ გაქვთ, ქალბატონო?'' 07.08.2020 14:05

"ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში 8 აგვისტოს ომს ეხმაურება:

 

"8 აგვისტო! 2008!....''წყალი ხომ არ გაქვთ, ქალბატონო?''



შვილები სოფელში გვყავს და პირველი, რასაც მე და ქმარი ვფიქრობ: რაც არ უნდა მომხდეს, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ აქ, თბილისში!

მანქანა კრეფს 160-ს და ეკვრება ტრასას!....



ერთ საათში უკვე სოფელში ვართ. კიდევ რამდენიმე წუთი და მთელი ოჯახი, შვილებთან ერთად უკან, თბილისისკენ მოვქრით - მთავარია, ერთად ვართ!...



ქალაქის შესასვლელთან, დიღმის ტრასაზე, ერთმანეთში არეული ჯავშან-ტექნიკა და დაწყურებული ჯარისკაცები გვხვდებიან: ''წყალი ხომ არ გაქვთ, ქალბატონო?'' - მეკითხება გამურული, გადაღლილი, სულ მთლად ახალგაზრდა ჯარისკაცი და ვვარდები პანიკაში, როცა მას თვალებში ვუყურებ, იმიტომ რომ მანქანის სალონში წყალი არ მაქვს, მას კი უზომოდ სწყურია!...



ქალაქში კი სრული ქაოსი, პანიკაა: გათიშული მობილური კავშირები. სახტად დარჩენილი ადამიანები! პასუხგაუცემელი უამრავი კითხვა (როგორ უნდა დავიცვათ თავი დანა-ჩანგლით?!) და ბუნდოვანი მომავალი, რა იქნება ხვალ?!...

ხუთდღიანი ჯოჯოხეთი !!!!!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ