დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"მტერს უნდა, რომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა, საქართველოს მთავრობას დააკისროს" - გიორგი ბარამიძე 07.08.2020 17:02

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

 

412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია.

 

ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, სიტუაცია კი 7 აგვისტოს გამწვავდა. რამდენიმე სოფელი დაიბომბა,  რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოსდილით,  როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58- არმიის კოლონა შემოვიდა.

 

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, მაგრამ რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი დაბომბა.  

 

შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს ომის თავიდან აცილება? რა შედეგები მოუტანა ქვეყანას? - ამ საკითხებზე  „ჯორჯიან თაიმსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ესაუბრა:


„გამორიცხულია, რომ რუსებს ომი არ დაეწყოთ.  ეს მიზანი 2 წლით ადრე ჰქონდათ დასახული და ამის თაობაზე პუტინმა 2007 წლის  10 თებერვალს მიუნხენშიც ისაუბრა.


ხომ ვნახეთ, უკრაინელებს თითიც არ გაუნძრევით და რუსებმა მაინც წაართვეს მთელი ყირიმი.

 

ჩვენს  მტერს უნდა, რომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა, საქართველოს მთავრობას დააკისროს.


ეს იყო უმძიმესი შედეგები, 1992- 93 წლების შემდეგ განმეორებითი ეთნიკური წმენდა, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, დამატებით დროებით ოკუპირებული სოფლები და დაბები.  უფრო მეტი ეკონომიკური ზიანი მოგვადგა და მეტი პრობლემა გაჩნდა.

 

მაგრამ რუსეთმა ვერ მიაღწია მის ვერც ერთ სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა :


1) ხელისუფლების შეცვლა;

2) დასავლური კურსიდან გადაყვანა სხვა რელსებზე;

3) ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა ;

4) რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგი ბარამიძემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ