ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ემაურება ინფორმაციას, რომ პოლიციამ ზეგ-ის თანამშრომლების სახლები გაჩხრიკა და წერს:
„გითხარით? გითხარით! ბაჩანა ლობჟანიძე გახსნის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს! უფრო სწორედ, უკვე გახსნილი აქვს და სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება გეგმას! ეს ბიჭი არის უჭკვიანესი! მათემატიკურად დაალაგა ყველაფერი, ფრაგმენტებად დაშალა და მოზაიკასავით ააწყო!“
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ „ზეგის“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ეს ის კომპანიაა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ საგამოძიებო უწყებას ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდეს.
„კომპანიას და კომპანიის თანმამშრომლებს ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული აქვთ. რა უნდათ კიდევ, ნამდვილად არ ვიცი. ამასთანავე, მებადება კითხვა, ბაჩანა ლობჟანიძის მითითებებით, მისი მინიშნებებით თუ აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. ასევე, საინტერესოა და კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა და იქ მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. დღეს დაიწყო თანამშრომლების პირადი სახლის ჩხრეკა. მე, როგორც ადვოკატი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რა ინფორმაციას ეძებენ, ან რა სურთ, ვერ გეტყვით“, - აცხადებს მირიანაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge