დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშა დაეშვა, რასაც გიორგი ანწუხელიძის ოჯახიც დაესწრო 08.08.2020 00:05

ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად მიაგო პატივი 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაუშვეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ