8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეა. რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შედეგად საქართველომ 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა – აქედან ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო.
IDFI-ის მონაცებებით დაიღუპა : 170 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა ზუსტად 9 წლის წინ 8 აგვისტოს.
ომი ცხინვალის რაიონში ოს სეპარატისტთა შორის 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. რუსეთი კი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო ბრძოლაში. დაიწყო საჰაერო დაბომბვა, მძიმე ტექნიკისა და ჯარის შეყვანა რეგიონში .12 აგვისტოდან ,,დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა.
თბილისში ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები ჩამოდიან: პოლონეთის, ესტონეთის, უკრაინისა და ლიტვის პრეზიდენტები, ლატვიის პრემიერ-მინისტრი. საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით ცეცხლი შეწყდა. საქართველომ შეთანხმებას ხელი 15 აგვისტოს ,ხოლო რუსეთმა 16-ში მოაწერა.
26 აგვისტოს ¬ დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების :¬ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. კოდორის ხეობა და შიდა ქართლის რეგიონის დიდი ნაწილი ომის შემდგომ რუსმა ნაწილმა დაიკავა.
2008 წლის შემდეგ საქართველოში დევნილთა რაოდენობა 263 598-მდე გაიზარდა. მცოცავი ოკუპაცია კი დღემდე გრძელდება. 3 აგვისტოს სოფელ არცევთან საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge