დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი - მოვითხოვე, მთელი ეს ინფორმაცია, დასკვნა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს“ 08.08.2020 16:27

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა არა დღეს, არამედ 24 ივლისს დაიწყო. როგორც რამიშვილი ამბობს, ფაქტი, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, ბევრ კითხვას ბადებს. მისი თქმით, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია.

 

„ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა და ჩატარებულა ექსპერტიზა, შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა და დღეს კლონირება დასრულებულია. 99 გიგაბაიტია მობილური ტელეფონის ინფორმაცია და პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი, მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია, მთელი დასკვნა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტოს. ხელმეორედ, ბოლომდე დავალუქინეთ აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. ახლა ხდება ამ ყველაფრის დეტალურად გაშიფვრა“,- განაცხადა რამიშვილმა.

 

როგორც ის აღნიშნავს, კვლავ მიმართა პროკურორსა და ექსპერტებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მაინც არ შეეხონ და არ მოხდეს მის გარეშე ავტომობილზე ლუქის ახსნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ