ნინო კვაჭანტირაძის პოსტი:
ამ დღეს, წელსაც და სულ დავდებ ამ ფოტოს - ეს ექიმი დათო ქოჩიაშვილია, 12 წლის წინ, ამ დროს, გორის გოსპიტალში ერთ ახლობელს ჩუმად გადაუღია და თან მიაწერა - ცოტა ხნით დაჭრილების შემოყვანა შეწყდა და დათო ჭიშკრისკენ იყურება, მისი შვილი რეზერვში იყო და გიორგის გამოჩენას ელოდებაო... გული ამიფეთქდა, ის დღეები გამახსენდა და გამახსენდა ისიც, ივიკოს რომ ვეძებდი, დათოს დავურეკე და სულ ერთი ფრაზით "დამამშვიდა"- კვაჭი, ნუ ნერვიულობ, ჩემი გიორგიც იქააა და მივხვდი, მეტს ვერაფერს ვკითხავდი ... ამ ფოტოზე და საერთოდაც, დათო ექიმია, მამაცაა და ამ ქვეყნისთვის დაბადებული კაციც... დათოსთან ერთად ომში წასვლაც იმედიანად შეიძლება!!!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge