დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს პატიმრობა შეუფარდა 08.08.2020 19:38

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც დაკავებულის ადვოკატმა სოსო ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.

 

„მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით მურვანიძე. ჩვენ დავაყენეთ გირაო. მისი დაკამყოფილება არ მოხდა, თუმცა მიმაჩნია, რომ არგუმენტაცია რეალური იყო იმიტომ, რომ საქმის მასალებიდან გამოვდიოდი და ბევრად საფუძვლიანი იყო, ვიდრე დაცვის მხარის, მაგრამ, სამწუხაროდ, გაიზიარა მათი“,- აცხადებს ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.

 

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ