,,დღევანდელი დღე ერთ-ერთი მძიმე დღეა. საერთოდ, ალბათ ნებისმიერი ქართველისთვის უმთავრესი სატკივარია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს ჩვენ ვილოცეთ დაღუპულთა სულების გადასარჩენად, ასევე ვლოცულობთ, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში, გამთლიანდეს საქართველო და აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ, ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი შეცდომები, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ, რომ მათი გაღებული სისხლი, მათი ცხოვრება ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის გამთლიანებისა, ეს ყოფილიყოს ჩვენი ნუგეში. ღმერთმა გააძლიეროს ისინი“,- განაცხადა მეუფე შიომ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge