დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ყოვლად ამაზრზენია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან ამ ხალხის ფარისევლური და ლიტონი სიტყვების მოსმენა“ 08.08.2020 21:18

ნიკოლოზ მეტრეველის პოსტი:

 

სანამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრი ოკუპირებულია, ხალხის და ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა საქართველოს სუვერენიტეტის სრული აღდგენაა. 2008 წლის აგვისტოში ღია დეზერტირების და პანიკიორების სააკაშვილის მთავრობა რუსეთის ჯარებს საქართველოს და გმირი ქართული არმიის ღალატით ქვეყანაში შემოუძღვა. შემდგომ მათთვის დამახასიათებელი უსინდისობით და ცინიზმით საქართველოს მარცხი და ღალატი გამარჯვებად გამოაცხადეს. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ, ქართული საზოგადოების და დასავლელ მოკავშირეთა მოტყუებით, ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, რომლის ძალითაც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა პრაქტიკულად ჩვენს ქვეყანას დააკისრეს. ამ ეროვნული ტრაგედიიდან 12 წლის თავზე საკუთარი ღალატისა და დეზერტირობის დაფარვის მიზნით 2008 წლის ომის სიმართლეზე ლაპარაკი ღალატად გამოაცხადეს. თუმცა სიმართლე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მტერმაც და მოყვარემაც ნათალად იცის.

 

დღეს კი, ყოვლად ამაზრზენია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან ამ ხალხის ფარისევლური და ლიტონი სიტყვების მოსმენა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ