დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„თუ ავიაცია არ გვყავდა, თუ თავდაცვის სისტემები არ გვქონდა, თუ არტილერია როკის გვირაბს ვერ მისწვდებოდა, რა გვეკონსტიტუციურწესრიგებოდა?“ 09.08.2020 00:39

ნინო ხაჩიძის პოსტი:

 

ეს ჩემი და მამუკა ყურაშვილის დიალოგია (ნაწყვეტი ინტერვიუდან) - 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის 11 საათზე ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ:


ნინო ხაჩიძე
– საყვედურობენ ჩვენს ჯარს, რომ ქართულმა არტილერიამ არ იმუშავა როკის გვირაბიდან გამომავალი ერთადერთი გზის დასაბომბად, რომ დამატებითი ძალების შემოსვლა აეცილებინა თავიდან. თქვენ რით ხსნით იმ მიმართულების ასე უყურადღებოდ დატოვებას?

 

მამუკა ყურაშვილი – ცხინვალი არ ყოფილა ჩვენი მთავარი სამიზნე. რაც შეეხება სიღრმეებსა და როკის გვირაბს: ეს ტექნიკურ საშუალებებზეა დამოკიდებული.

 

ნინო ხაჩიძე –ანუ ვერ მივწვდებოდით?

 

მამუკა ყურაშვილი –იმ ეტაპისთვის ქართულ მხარეს არ ჰქონდა ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომ ასეთ დისტანციაზე ემოქმედა არტილერიას.


ნინო ხაჩიძე – მაპატიეთ, მაგრამ, თუ ავიაცია არ გვყავდა, თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები არ გვქონდა, თუ არტილერია როკის გვირაბს ვერ მისწვდებოდა, რა გვეკონსტიტუციურწესრიგებოდა მაშინ? წამოგვეყვანა ეს ჩვენი მოსახლეობა და გამოვსულიყავით.

 

მამუკა ყურაშვილი – ასე ადვილად ვერ გამოიყვანდი მოსახლეობას. რაც შეეხება ამ ყველაფრის თავის არიდებას: ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი. მე მესმის თქვენი, ლოგიკური კითხვაა და ბევრს აქვს ის: ვიმეორებ, ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო სწავლება „კავკასია 2008-ის“ ჩატარებამდე. იმ სწავლების სახელწოდება: „იძულება მშვიდობისთვის“ შემდეგ საომარ მოქმედებებს დაარქვეს. პირდაპირ გამოვიდა რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და თქვა: ჩვენ 2006 წელს ბანდფორმირებებს ვამზადებდითო. უამრავმა ფაქტორმა იმუშავა: ითქვა კიდეც, რუსეთს უნდოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების შეჩერება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ