თანამედროვე ურბანული განვითარების კონტექსტში ქალაქების სტრანსპორტო სისტემის სწორედ დაგეგმარება ქალაქების განვითარების გენგეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მსოფლიოს მეგაპოლისები მუდმივად განიცდიან სტიქიურად მოზღვავებული ტრანსპორტის უარყოფით ზეგავლენას, ჰაერის დაბინძურების და ხმაურის ზღვრული მაჩვენებლების ზენორმატიული ზრდა იწვევს მაცხოვრებელთა სისხლძარღვთა და იმუნური სისტემების, ფსიქოლოგიური მდგრადობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვისმავნე შეუქცევად დარღვევებს. შესაბამისად თანამედროვე ქალაქგეგმარება ამ პრობლემების შესამსუბუქებლად ეძებს ტრანსპორტის მოძრაობის ახალ საპროექტო გადაწყვეტებს, რომლებიც განუხრელად ემყარება ფეხითმოსიარულეთა ინდივიდუალური გადაადგილების საშუალებათა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების პრიორიტეტს კერძო სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. შექმნილია მთელი რიგი სტანდარტული გადაწყვეტები, სატრანსპორტო სისტემების დაგეგმარების მოდულები, სატრანსპორტო მართვის სმარტ სისტემების ჩათვლით, ამ უმძიმესი პრობლემის გადასაჭრელად.
საზოგადოების განვითარების მიმდინარე ეტაპზე გაეროს ურბანული განვითარების ფორუმის, ჰაბიტატის მდგრადი განვითარების პროგრამებს დაემატა ახალი კომპონენტი, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიამ შექმნა, დააყენა რა მსოფლიო საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დამატებით ახალი მოთხოვნების წინაშე, რომლებიც თავის ასახვას პოულობენ ურბანული განვითარების და ტერიტორიული დაგეგმარების, ქალაქგეგმარების ახალი პრინციპების ჩამოყალიბებისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის, სპორტული და სამაყურებლო, ტურისტული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროებში ახალი ნორმებისა და სტანდერტების შემუშავება, ჯანმრთელობისათვის აუცილებელი არეალების მომხმარებელთა რაოდენობრივი დატვირთვის შემცირებისა და სოციალური მანძილების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მცირდება მათი მახასიათებლები.
ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2019 წელს დამტკიცებულიქ.თბილისის გავვითარების გენგეგმით პოლიცენტრული ქალაქის შექმნის იდეა ითვალისწინებს ლოკალურ ადმინისტრაციულ-სავაჭრო და საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრების შექმნას, ხოლო მათ შორის კავშირების უზრუნვესაყოფად საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტისათვის სატრანსპორტო კორიდორების განვითარებას. აღნიშნული ცენტრების ჩამოყალიბებამ, თავის მხრივ. ამ არეალებში უნდა უზრუნველყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შეამციროს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება მაგისტრალებზე ქალაქის ისტორიული ადმინისტრაციულ-კულტურული ცენტრის მიმართულებით, რაც თავის მხრივ გააჯანსაღებს ქალაქის ცენტრალური ნაწილის მდგომარეობას გამონაბოლქვი აირებისა და ხმაურის მაჩვენებლების მნიშვნელოვნად შემცირებით, ავტოტრანსპორტის ნაკადების მოწესრიგებული და თანაბარო გადანაწილებით ქალაქის მთელ ტერიტორიაზე. ამასთანავე გენგეგმა ანვითარებს ფეხით მოსიარულეთათვის ინდივიდუალური გადაადგილების საშუალებების ველოსიპედების, სკუტერების გამოყენების პირობებს კორიდორების მიმართულებებით მწვანე არეალების გაშენებით.
მსოფლიოში მძვინვარე „კოვიდ-19“-ის პანდემიის შესახებ ზემოთ თქმული პირობებიმნიშვნელოვან საფუძველსგვაძლევს, რათა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით გადახედული იქნას დამტკიცებული ქ.თბილისის გენგეგმა და ამჟამად შემუშავების პროცესში მყოფი სატრანსპოტო მასტერპლანი. კონკრეტულად, ჭავჭავაძის გამზირის და მიმდებარე ქუჩების სატრანსპოტო ქსელის რეკონსტრუქციის ცვლილებების ფონზე უკვე შესაძლებელია გარკვეული შეხედულებების ჩამოყალიბება. მოქმედი კანონმდებლობა მიუხედავად იმისა, რომ არ არის სრულყოფილი და შეიცავს მთელ რიგ ხარვეზებს საკმაოდ თანმიმდევრულად განსაზღვრავს ქალაქის გენგეგმის და სატრანსპორტო მასტერპლანის შემუშავების და დანერგვის პრინციპებს, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების აერარქიას და მოცულობას, შეთანხმებისა და დამტკიცების უფლებრივ პირობებს, რომელთა განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია პროფესიული წრეების და საზოგადოების ჩართულობა, განხორციელებამდე განხილვების საფუძველზე გარკვეული კონსესუსის მიღწევა.
ჭავჭავაძის გამზირის პროექტირებასა და მშენებლობისას კანონის სწორედ ეს მნიშვნელოვანი მომენტები იქნა უგულვებელყოფილი და დღეს მიღებული რეზულტატიდან გვაქვს ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილება. კერძოდ შეიძლება ითქვას, რომ:
მიმდინარე ეტაპზე, გამომდინარე სიტუაციიდან და საზოგადოებასთან შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში აუცილებელია სატრანსპორტო მასტერპლანის დამტკიცებამდე შეჩერდეს მაგისტრალებისა და ქუჩების გადაგეგმარების, ტრასირების ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოები. ჩატარდეს მოწვეული და ადგილობრივი პროფესიული ექსპერტების მიერ მასტერპლანის და შესაბამისი სატრანსპორტო კორიდორების, სატრანსპორტო კვანძების დეტალური გეგმების ექსპერტიზა და მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტების დადებითი დასკვნების საფუძველზე დამტკიცდეს ქ.თბილისის სატრანსპორტო მასტერპლანი. მასტერპლანის დამტკიცებამდე რამდენიმე ეტაპად ჩატარდეს საზოგადოებრივი განხილვა ქალაქის მოსახლეობასთან კონსენსუსის მისაღწევად.
სატრანსპორტო მასტერპლანის დამტკიცების შემდგომ, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, საკონკურსო წესით იქნეს განხორციელებული დეტალური დაგეგმარების დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვები, მასტერპლანით განსაზღვრული განხორციელების რიგითობის გათვალისწინებით.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და შემდგომში არ დაშვების მიზნით, აუცილებლად მიმაჩნია უმოკლეს დროში ქ.თბილისის საკრებულოს მიერ განხილული იქნას საკითხი ქ.თბილისის გენერალური გენგეგმის კორექტირების შესახებ, მოქმედ „სივრცითი დაგეგმარების, არქიტეტურისა და მშენებლობის კოდექსი“-ს პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კოდექსი იურიდიულად სავალდებულო კანონია და ის განუხრელად უნდა ვრცელდებოდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. დღეს ამ მხრივ გავქვს სავალალო მდგომარეობა, კოდექსი არ ვრცელდება აფხაზეთის, სამაჩაბლოს და თბილისის მუნიციპალიტეტის (2030 წლამდე) ტერიტორიებზე რაც დაუშვებლად მიმაჩნია.
ნიკოლოზ აბაშიძე.
არქიტექტურის დოქტორი,
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge