დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 09.08.2020 23:33

ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციების მონაწილეები არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ. მინსკის ცენტრში, გამარჯვების მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ. „ომონი“ ყველგან უპირისპირდება მომიტინგეებს: ბრესტში, მოგილევოში, ვიტებსკში. ქალაქ გროდნოში ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი სახანძრო მანქანების წყლის ჭავლით დაშალეს. 

 

შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები ბელარუსში ცოტა ხნის წინ დაიხურა. ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს, სვეტლანად ტიხანოვსკაიას კი – 6,8%-მა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ