დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

2008 წლის აგვისტო, “კრემლის ყურები” და მე-6 პუნქტი 10.08.2020 14:50

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სათაურით, - "2008 წლის აგვისტო, “კრემლის ყურები” და მე-6 პუნქტი" , - შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

"თუ ვინ ატარებდა და დღესაც ატარებს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ვფიქრობ, რადიო „თავისუფლების“ მიერ, საფრანგეთის ექს პრეზიდენტ სარკოზის ბოლო მემუარების გამოქვეყნებამ გასცა პასუხი. ეს არის შეთანხმების მე-6 პუნქტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით იქნა ამოღებული. სარკოზის მემუარები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის იყო უშუალოდ ჩართული რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში და რაც მთავარია პირადად აწარმოებდა მოლპარაკებებს პუტინთან. ნიშნადობლივია, რომ თავისი მანდატით ის წარმოადგენდა არა მხოლოდ საფრანგეთს, არამედ დასავლეთს მთლიანად, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახით.


მიუხედავად იმისა, რომ მისი თვლსაზრისი ცალკეულ ეპოზოდებში, შეიძლება სუბიექტურიც იყოს, ამ მემუარებში არის ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ჩვენთან ნაკლები ყურადღება ექცევა დღემდე. სარკოზი ღიად მიანიშნებს „კრემლის ყურებზე“, რომ ამ მოლაპარაკების დროს რუსეთს ჰქონდა სრული ინფორმაცია თუ რა ხდებოდა თბილისში! აქ მხოლოდ ტექნიკურ სასუალებებზეარ არის ხაზგასმა, არამედ ადამიანური რესურსი იგულისხმა. რაც მთავრია სარკოზის ყველაზე უფრო ის გაუკვირდა, რომ მედვედევი უყოყმანოდ დათანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას, რომლის მიხედვითაც ამ ორი ძირძველი ქართული ტერიტორიის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო და ამავდროულად ერთგვარი გარანტი ოკუპაციას არ მისცემოდა იურიდიული სტატუსი.


და მთავარი აქცენტებიც ამაზე უნდა გაკეთდეს, რადგან სწორედ ამ პუნქტის ამოღებამ მისცა რუსეთს სრული კარტ-ბლანში აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის!


ამ მემუარებიდან ასევე ირკვევა რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ პუნქტს ამოიღებდა, რაც მას ამ ტერიტორიების აღიარების საშუალებას გაუადვილებდა, მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობაში თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად. ეს არის უტყუარი ფაქტი, რუსეთი დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის პოზიციაში, უბრალოდ არ შეიტანდა შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტად ან სხვა ფორმულერებას მისცემდა.


აქედანაც ჩანს, რომ სწორედ მე-6 პუნქტი იყო, გასაღები ამ სამხედრო ოპერაციისაც, და შესაბამისად, მთლიანი პასუხისმგებლობა რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების უკუპაციაზე და აღიარებაზე, პირადად მიხეილ სააკაშვილის სინდისზეა. აქ არ ვსაუბრობ, დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც ცალკე განხილვის საკითხია.


ეს არ იყო უბრალოდ არასწორი გათვლა ან შეცდომა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ 2004-2008 წლებში რუსულ, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებზე გასხვისდა ენერგოსექტორის და ნავთობისა და გაზის მრეწველობის სტრატეგიული ობიექტები, რაც როგორც წმინდა ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვლსაზრით არის მიუღებელი და ნონსენსიც საერთაშორისო ურთიერთობებში.


ამიტომაც არის, რომ ეს თემა მაქსიმალურად იბლოკებოდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მედიის მიერ, 2012 წლამდე და დღესაც. ამიტომაც არის სრული ისტერია თუნდაც თუ ვინ დაიწყო ომის, სააკაშვილის ხელისუფლების, თუნდაც ვერბალურ მინიშნებაზეც კი, რაც გაიგიავდა ქვეყნის ინტერესების ღალატთან.


პასუხისმგებლობა მისი ხელისუფლების იმ წარმომადგნელებზეც მოდის, ვინც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში და არ შეეწინააღმდეგენ ამ პუნქტის ამოღების მიზანშეუწონლობაზე, ან უარესი დაარწმუნეს სააკაშვილი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. ყველა ეს არქივი ამოსაღებია, რათა ქართველმა ხალხმა გაიგოს სრული სიმართლე თუ ვინ იდგა სააკაშვილთან ერთად, ამ დანაშაულის ტოლფასი ისტორიული ღალატის უკან!"
- წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ