დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„რომელი ქვეყნის დავალებით გაწელეთ ანაკლიის პროექტი და მხოლოდ მაშინ თქვით, რომ აშენდებოდა, თუ რუსულ-ყაზახური ფონდი შემოვიდოდა მეწილედ?“ 10.08.2020 23:05

ნიკოლოზ მჭედლიშვილის პოსტი:

 

"ლელო", რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყილიბებული პოლიტიკურ პარტიად, მავნებელთა კლასტერად წარმატებით ყალიბდება, უფრო სწორედ უკვე ჩამოყალიბდა. დღეს მათ შატილი-მუცოს მნიშვნელოვანი გზის რეაბილიტაციის წინააღმდეგ გაილაშქრეს. გვახსოვს მათი მავნებლური რეაქცია ონის ჰესების და ნამახვანის კასკადის მშენებლობაზე.უფრო ადრე ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელ უდიდეს პროექტზე, რომელსაც EBRD და ADB აფინანსებენ, თქვეს რომ რუსული პროექტია. არადა ეს ბანკები, როგორც ვიცი, TBC-ს მეწილეებიც არიან. ანუ ეს საერთაშორისო ბანკები რუსული საქმის კეთებაში გვეხმარებიან?

 

თუმცა, "ლელოში" "მაიტა ნასოსივით" იმეორებენ ყველა ბრიფინგზე რომ მათ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტი არ ააშენებინა. სინამდვილეში კი, თავიანთი არაპროფესიონალიზმის და უსახსრობის გამო არ აშენდა ეს პორტი. მეც მაქვს კითხვა: რომელი ქვეყნის დავალებით გაწელეთ ანაკლიის პროექტი და მხოლოდ მაშინ თქვით რომ აშენდებოდა თუ რუსულ-ყაზახური ფონდი შემოვიდოდა მეწილედ?

 

P.S. ანაკლიის კონსორციუმის ვებ-გვერდი ვერ გააკეთეთ, აქ სტატუსებს ვერ წერთ, გრამატიკული შეცდომები გეპარებათ, და რა პროექტებზე გვესაუბრებით, თან როცა ყველა სხვე ბიზნესსა და პროექტს ებრძვით?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ