დღე: 14

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

„ყაზბეგსა და მესტიაში რომ გამოჩნდა ახალი შემთხვევები, კორონამ დასასვენებლად მთებში გადაინაცვლაო“ 11.08.2020 20:36

პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია მართვადია და 20-30 ახალი შემთხვევა ჯანდაცვის სისტემისთვის არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

 

„პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა, რაც დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი უნდა იქნას დაცული. ყველა ახალი შემთხვევა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და შესაბამისი ღონისძიებები დროზე იქნას გატარებული”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ჩემმა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კოვიდი ისვენებს მთებშიო. ყაზბეგსა და მესტიაში რომ გამოჩნდა ახალი შემთხვევები, კორონამ დასასვენებლად მთებში გადაინაცვლაო. დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში. მესტიაში კი ხედავთ, რაც გვაქვს. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ