დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„კარები უკვე გაეღოთ და შეურაცხყოფისაგან გაოგნებული ჩვენი მხცოვანი პროფესორები ერთმანეთს ეხმარებოდნენ გადაადგილებაში“ 11.08.2020 21:02

 გრივერ ფარულავა გარდაიცვალა, ცნობილი ფილოლოგი და ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი. იგი ბოლო დროს თბილისის სასულიერო აკადემიაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე იყო. 2018 წელს პრეზიდენტმა გრივერ ფარულავას ღირსების ორდენით დააჯილდოვა – „სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩნების ხელშეწყობისთვის“.

 

ფილოლოგი ნინო ჯაფარიძე ემოციური და სევდიანი პოსტით იხსენებს ღირსეულ პიროვნებას და საყვარელ მასწავლებელს:

 

ყველაზე ტკივილიანი შეხვედრაც ამოტივტივდა ბატონ გრივერთან.... მგონი 2006 წელი იყო... უნივერსიტეტის პროფესორები, რომ ჩაკეტეს სააქტო დარბაზში... დილით, სამსახურში მისულმა ტელევიზიით შევიტყვე მათი ამბავი... ბევრს მეხვეწნენ თანამშრომლები , არ წავსულიყავი, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო და სირბილით ავვარდი პირველ კორპუსში... კარები უკვე გაეღოთ და შეურაცხყოფისაგან გაოგნებული ჩვენი მხცოვანი პროფესორები ერთმანეთს ეხმარებოდნენ გადაადგილებაში... უცებ პირველ და მეორე კორპუსს შორის თვალი მოვკარი ბატონ გრივერს, რეზო სირაძეს, ლაურა გრიგოლაშვილს და გია ალიბეგაშვილს, გია ჩვეული მზრუნველობით ამხნევებდა პირველ რიგში, ბატონ რეზოს და რა თქმა უნდა, სხვებსაც...ახლაც თვალწინ მიდგას , როგორი სისათუთით იყრდნობდა ბატონი რეზოს ხელს... ( გიას და ბატონი რეზოს ურთიერთობა სხვა თემაა).


მე მათკენ გავიქეცი... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი... ბატონმა გრივერმა დანახვისთანავე “ცრემლიანი”, დიახ ცრემლიანი თვალებით მომაძახა: ნინო, მე თქვენ გელოდით... ამ ფრაზის გაგონებაზე, ცრემლებმა ნაკადულივით გადმოხეთქა ჩემი თვალებიდან და ეს იყო უსუსურობის, განცდით გამოწვეული... ბატონ გრივერს ვახსოვდი მებრძოლო, უშიშარი და იმ დღეს შემრცხვა, რადგან შიშის ლავა კეფიდან ფეხის თითებამდე ჩამეღვარა... მე შემეშინდა... იქვე, მაღაზიაში ცოცხი და აქანდაზი გამოვართვი, უხმოდ გავემართე სააქტო დარბაზისკენ, ბავშვებს დახმარება ვთხოვე და დარბაზი დავგავე, ნაგავი გამოვიტანე, რადგან ვიციდი პროპაგანდისტული ტელევიზია, მოსვლისთანავე ნარჩენებზე გაამახვილებდა ყურადღებას მხცოვანი პროფესორების გასალანძღად... მერე ტელევიზიაც მოვიდა... ვიჯექი ბატონი გრივერის გვერდით და აღარაფერი მახსოვს... გონება დაბინდა ერთადერთმა გრძნობამ...შიში... უსუსურობა უსამართლობის წინააღმდეგ... ეს იყო და დავიწყე ფიქრი წასვლაზე... რადგან შეშინებული არც მასწავლებელი და ვერც ადამიანი სიკეთეს ვერ შექმნიდა... უნდა წავსულიყავი და მებრძოლა შიშთან და დამებრუნებინა საკუთარი თავი.... აი, ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც აღმოვჩნდი ოკეანის გადაღმა... ჩემი ბატონი გრივერის ცრემლები ვერ ამოვაშრე, ვერ გავუქარვე ტკივილები და ფუნქცია დავკარგე საკუთარ სახლში...,

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ