დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"დებატებამდე ჯერ ხალხს დაელაპარაკეთ, - ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, რას პირდებით?" 12.08.2020 14:06

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, წინასაარჩევნო პოპულიზმთან დაკავშირებით წერს:

 

"უკვე იწყებთ შავ საარჩევნო კამპანიას, ასევე იაფფასიან პოპულიზმს.


მერე ნუ გაგიკვირდებათ პასუხებს რომ მიიღებთ და სხვას ნუღარ გადააბრალებთ.

ჯერ ერთი, ოპოზიციას მოგმართავთ, გადახედეთ თქვენს კანდიდატებს. მგონი სპეციალურად აბარებთ ოლქებს.

ახლა შავი პიარის დამწყებ გირჩს მივმართავ და მის მხარდამჭერ მთელ ოპოზიციას.

როცა ცდილობთ, თქვენს გაგებაში კონკურენტ კანდიდატს შეურაცხყოფა მიაყენოთ, საბჭოთა პერიოდის წარსული წამოსძახოთ, ესაა შავი პიარი. დააფიქსირეთ კარგად.

თუ დებატებში იწვევთ კანდიდატს, ზრდილიბიანად გამოიწვიეთ, დაიცავით ეთიკის, დებატების ნორმები. 9 წლის გახსენება არ გიყვართ და 29 წლის წინანდელს გადასწვდებით ხოლმე.

დებატებამდე ჯერ ხალხს დაელაპარაკეთ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, რას პირდებით?

რეზინის ეკლესიებით, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლით, მარიხუანას პროპაგანდით, საზოგადოების, სამშბლოს მიმართ უპასუხისმგებლობით და ვალდებულებების მოხსნით, ერთი-ორი-სამზე შარვლის ჩახდით უპირისპირდებით გია ვოლსკის და ოცნებას.

ხომ იცით, რომ რაც ზემოთ ჩამოვთვალე არც მაგ რაიონში ჭრის და არც მთელ საქართველოში?! ჰოდა, როგორც ატოცში 1,2,3-ზე ჩაიხადეთ, ისე მოგიწევთ მაგ მაჟორიტარულ ოლქში და ეს იქნება მთელი მხარდამჭერების რეიტინგი.

მოკლედ, შეეშვით პოპულიზმს, შავ პიარს, შკლიაროვის მეთოდებს და ნორმალური კამპანია აწარმოეთ.

შემდეგი წერილი კიდევ ერთ პოპულისტს მიეძღვნება, რომელსაც წინასაარჩევნოდ ომის ვეტერანები გაახსენდა." - წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ