დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

უცხოური პრესა: საქართველოს არჩევნებში ახალი პარტიები ერთვებიან 12.08.2020 15:28

რუსულ გავლენიან გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ»)  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ პატარები თავს ერთად მოიყრიან // საქართველოს არჩევნებში ახალი პარტიები ერთვებიან“, რომელშიც საქართველოში არჩევნების წინა პერიოდში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაა განხილული (ავტორი - გიორგი დვალი).


როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, 31 ოქტომბერს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნების მთავარი ინტრიგა შემდეგშია: შეძლებს თუ არა მმართველი პარტია საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვებას და მესამედ დარჩენას ხელისუფლებაში?  გავიხსენოთ, რომ ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირმა“ და მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არცევნებში  მხოლოდ ორ-ორი ვადით გაიმარჯვეს.


31 ოქტომბრის არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისთვის მხოლოდ ერთპროცენტიანი ბარიერია დაწესებული, რაც იმის გარანტიაა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. ანუ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად გამარჯვებულს ყველა შემთხვევაში მოუწევს, რომ  მცირე საპარლამენტო ფრაქციების მხარდაჭერა ჰქონდეს.


დღეს საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრა ბევრ პარტიას სურს. ცესკოში განაცხადების შეტანა 21 სექტემბერს მთავრდება, არჩევნებში მონაწილე პარტიების საერთო სია კი ორ ოქტომბერს გახდება ცნობილი. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ არის. შესაბამისად, პარტიების რაოდენობა დღითი დღე მატულობს. ამ ორიოდე დღის წინათ შეიქმნა ახალი პარტია სახელწოდებით „პროგრესი და თავისუფლება, რომლის ერთ-ერთი ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრია.


როგორც სტატიის ავტორი წერს, პოპულარობის თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ მაინც ლიდერობას ინარჩუნებს, რასაც კომპანია „ედისონ რესერჩ“-ის (Edison Research) მიერ ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს: მმართველი პარტიისათვის ხმის მისაცემად მზადაა გამოკითხულთა 39%, თუმცა არაა გამორიცხული, რომ სანამ ოქტომბრის ბოლო მოვა, სიტუაცია შეიცვალოს..


მიხეილ სააკაშვილს როგორც „ნაცმოძრაობის“ ლიდერს, „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ბიძინა ივანიშვილი ტელეეკარანზე თითქმის არ ჩანს, დებატებში არ მონაწილეობს, ინტერვიუებს არ იძლევა, პარტიის სხდომებზეც არ დადის... მიხეილ სააკაშვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის თანამდებობრივი პირია, თითქმის ყოველდღიურად გამოდის ვიდეომიმართვებისთ ქართული ტელეარხის მეშვეობით და ქართველ ხალხს მმართველი პარტიის ხელისუფლებისაგან ჩამოშორებისაკენ მოუწოდებს. ექს-პრეზიდენტის ლექსიკაში ხშირია შეურაცხმყოფელი ფრაზები, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მათზე არ რეაგირებს.


რაც სეეხება რუსეთის თემას: რუსეთთან დამოკიდებულების საკითხს ტელედებატებში ნაკლებას ეხებიან და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა საქმე პარტიების „პრორუსულობის“ დონეს ეხება (ვინ უფრო მეტად „პრორუსულია“!). მიხეილ სააკაშვილის აზრით, პრორუსულ პარტიას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, „მეოცნებეები“ კი პასუხობენ, რომ „ნაციონალებს“ პარტიის ლიდერად რუსეთის სიმბოლო გრიგოლ ვაშაძე ჰყავთ.


ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად გამოდის რუსეთთან დიალოგისათვის, ეს ნინო ბურჯანაძის პარტიაა, რომელიც ამომრჩეველთა მხოლოდ 1%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ნინო ბურჯანაძე ადრე ბევრჯერ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, მაგრამ ახლა ესოდენ დაბალი რეიტინგის გამო, მას ახალი შეხვედრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4450608

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ