ნიკა თოხაძის პოსტი:
არჩევნები ოქტომბერში დიდი ალბათობით ვერ ჩატარდება-სექტემბრამდე სვანეთში იქნება ეპიდემიასთან "ბრძოლა", მერე სხვა რეგიონებშიც "აღმოჩნდება" ეპიდემიის კერები, დაახლოებით სექტემბრის ბოლომდე ასე, სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება "აფეთქებები", რასაც მოყვება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა და შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 2-3 თვით, მანამდე კი აიკრძალება მასობრივი თავყრილობები-შესაბამისად საარჩევნო კამპანიის ჩატარებაც ვერ მოხერხდება, სასწავლო პროცესის დაწყების გადავადებაზე უკვე მიდის მსჯელობა (15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო), ასე რომ ოქტომბრის არჩევნებმა "ჩაილურის წყალი დალია" ან დალევს...
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge