ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
„წერილი, რაც "ნაც-ჟურნალისტმა" გიორგი კაპანაძემ გადასცა გამოძიებას და აცხადებს, რომ წყაროს არ დაასახელებს - მას მიაწოდეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, რასაც - მალავს!..“, წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ მისი ჩანაწერი გაასაჯაროვა. "პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე", - ეს არის, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია წერია ციფრი - "15"... ამ პოსტის გამო გიორგი კაპანაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტის აზრით, თამარმა ეს ჩანაწერი სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge