დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„თურქეთის ორი F-16 FALCON-ი სომხეთის დედაქალაქს 56-კმ ის მანძილზე მიუახლოვდა - მანევრი გააკეთეს, დაბომბვის იმიტაცია შექმნეს და კვლავ ბაზაზე დაბრუნდნენ“ 14.08.2020 00:23

ბესო დანელიას პოსტი:

 

უკიდურესად დაიძაბა ვითარება ჩვენს სამეზობლოში. თურქეთის ორი F-16 FALCON-ი სომხეთის დედაქალაქს 56 -კმ ის მანძილზე მიუახლოვდნენ , მანევრი გააკეთეს , დაბომბვის იმიტაცია შექმნეს და კვლავ ბაზაზე დაბრუნდნენ . ამის პასუხად , რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა, ინტენსიური მანევრირება დაიწყეს სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრების სიახლოვეს . შეგახსენებთ- თურქეთის საჯარისო ფორმირებები და ავიაცია ერთობლივ წვრთვნებს აზერბაიჯანში ოთხ ლოკაციაზე ატარებენ . სომხეთში- პარალელურ რეჟიმში, რუსეთ-სომხეთის ერთობლივი წრთვნები მიმდინარეობს და ფაქტობრივად აღნიშნული ქმედებები ერთმანეთის მიმართ გაკეთებული სამხედრო მუქარაა .როგორც ცნობილია, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა და ამ ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს მათ შორის რუსეთს აქვთ ვალდებულება , ომის შემთხვევაში, სომხეთის ტერიტორია დაიცვან,რაც ბუნებრივია აზერბაიჯანს არ აქვს .სწორედ აქედან გამომდინარე აზერბაიჯანი დიპლომატიურ იზოლაციაში , რომ არ აღმოჩნდეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის- როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა . ოფიციალური ბაქოს მიზანია, ერევანს რეალურად დაანახოს , რომ სამხედრო ესკალაციის შემთხევავში მარტო არ დარჩება . ჩვენს ისედაც მძიმე პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციას ,რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის წრთვნები ,,კავკასია 2020,, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე - ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სექტემბერში, სწორედ იმ დროს იწყება , როდესაც საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება და ზუსტად იცოდეთ, ეს შემთხვევითობა არ არის . სექტემბერ-ოქტომბერი ძალზედ რთული და საპასუხისმგებლო პოლიტიკური პერიოდი იქნება ჩვენთვის , როგორც საშინაო , ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით .

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ