დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

"მოსკოვშიც იგრძნეს დამწვრის სუნი, რაც დღეს ბელორუსიის ქალაქებში ხდება" 14.08.2020 13:19

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი, - გულბაათ რცხილაძე, საკუთარ გვერდზე წერს:

 

"რუსებზე იძახდნენ ხოლმე ადრე, ჩვენში - ისეთი ხალხია, რომ ურჩევნიათ, სხვაც მათსავით ცუდად ცხოვრობდეს, ვიდრე თვითონ სხვებივით უკეთესადო. ბევრი სუბიექტის კომენტარი, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულად წერენ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს თვისება დიდწილად სწორედ ქართველების თვისებაა - ძალიან სურთ, რომ ბელორუსია ჩვენსავით ქაქში იყოს, ნაცვლად იმისა, ჩვენ ვეცადოთ, ავიდეთ ბელორუსიის დონეზე წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში, დისციპლინაში, ჰიგიენაში, ეკოლოგიაში და ბევრ სხვა რამეში.


ახლა უშუალოდ ჩვენს პოლიტიკაზე. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ვინც დარჩა კიდევ მოაზროვნე კი არა და, ინსტინქტები ვისაც შერჩა, გრძნობენ, რომ პრინციპში მათ არ აწყობთ ბელორუსიაში შლიახტიჩური ოპოზიციის გამარჯვება, რადგან კორონავირუსის მეორე ტალღა კი არა, ფერადი რევოლუციების მესამე, ყველაზე უფრო სისხლიანი ტალღა წამოვა პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზე. მოსკოვშიც იგრძნეს დამწვრის სუნი, რაც დღეს ბელორუსიის ქალაქებში ხდება, ის ხვალ ან ზეგ რუსეთის ქალაქებშიც შეიძლება, რომ მოხდეს. თუმცა ლუკაშენკოს მყარად უჭირავს მართვის სადავეები, ამ კაცმა წარმოუდგენელი დიპლომატიური ვირაჟები აკეთა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის (დიდწილად - იძულებით, აღმოსავლელი ოლიგოკრატიის - გრეფების და მათი მსგავსების, გამო), მართლა საოცრებაა, რომ 26 წელია, ხელისუფლებაშია, თანაც წარმატებით. "ევრონიუსზე" ერთ-ერთმა "პროტესტანტმა" ქალმა თქვა - "Не хотим больше тракторов и картошки!" - ჩემი ყურით მოვისმინე, საოცარი სიტყვებია, ეგენი ისე არიან ახლა, როგორც ჩვენები 1989 წელს, როცა ეგონათ, რომ ტრაქტორი, შრომა, ნამგალი და ურო - ცუდია, დასავლეთის ბრჭყვიალა სატყუარები კი ხსნა არის." - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ