დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"საქართველოსათვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ევროკავშირის ურყევ მხარდაჭრას ადასტურებს" 14.08.2020 13:44

ეკონომიკის ექსპერტი, - გიორგი ცუცქირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"საქართველოსათვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო, ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭრას ქართველი ხალხისადმი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი.


აღნიშნული დახმარების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა, როგორც ევროკავშირის მეზობელი, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის. აღნიშნული თანხა კრედიტების სახით, ხელსაყრელი პირობებით ერთი წლის განმავლობაში გაიცემა და დაეხმარება 10 ქვეყანას, შეამცირონ კრიზისის ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგები და შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა. დახმარების მიმღები ქვეყნებიდან საქართველოსთან ერთად დახმარებას მიიღებს უკრაინა და მოლდოვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.


საქართველოსათის აღნიშნული დახმარება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და კორონაპანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური ღონისძიებების კიდევ ერთი აღიარება.


აქვე უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის მხარდასაჭერად, წლის ბოლომდე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან ჩვენ 1.5 მილიარდ აშშ დოლარს მივიღებთ.


ნიშანდობლივია, რომ მაკროფინანსური ინსტრუმენტი კორონაკრიზისის ნეგატიური შედეგების დაძლევის ფორმატში, მოიცავს არა მხოლოდ პოსტპანდემიური პერიოდის ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას ეკონომიკაზე, რამედ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას, ეს ეხება როგორც პენსიების ინდექსაციას, ასევე სახელმწიფო საწარმოების და სასამართლო რეფორის ხელშეწყობას.


აღსანიშნავია, რომ კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად, ევროკომისია საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით 22 აპრილს გამოვიდა, ხოლო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის "უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის გამოიყო, არის ნათელი დემონსტრირება ევროპის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ