როგორც უკვე ცნობილია, გუშინ, 13 აგვისტოს, ისრაელი და არაბთა გაერთიანებულმა საამირობემა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობის სრული ნორმალიზების შესახებ, აშშ-ის შუამავლობით. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების კრონპრინცის მოჰამედ ბინ-ზაედის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიღწეული შეთანხმება ისტორიული გარღვევას წარმოადგენს და ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებას. ამ შეთანხმებით მხარეებს შორის მყარდება დიპლომატიური კავშირები, იქმნება საელჩოები, გათვალისწინებულია ასევე ურთიერთობის დაწყება-კავშირების განვითარება სხვადასხვა სფეროებში - ეკონომიკაში, კულტურაში, ტურიზმში და ა.შ. ისრაელი ვალდებულობს შეაჩეროს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე ანექსირებული არაბული ტერიტორიების ათვისება.
ბრიტანულმა „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა თავისი კორესპონდენტის ჯონათან მარკუსის კომენტარი დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ შემოკლებით:
„ისრაელსა და გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება, საელჩოების გახსნა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშიერების დაწყება-განვიტარება მართლაც წინ გადადგმულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-დიპლომატიურ ნაბიჯს წარმოადგენს. მაგრამ იბადება კითხვები - იქნება თუ არა რეალიზებული ამ შეთანხმების სრული პოტენციალი? მიბაძავენ თუ არა ისრაელს და საემიროებს სპარსეთის ყურის სხვა არაბული სახელმწიფოები?
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა არ არის ჩაწერილი შეთანხმებაში: დოკუმენტი შორს დგას პალეტინის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის ყოვლისმომცველი გეგმისაგან, რომლის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლაპარაკობდა, თუმცა, რასაკვირველია, შეთანხმება მოკლევადიან პერსპექტივაში ყველასათვის სასარგებლოა:
ა) მაგალითად, დონალდ ტრამპისათვის - რადგანაც მისი შანსები საპრეზიდენტო არჩევისათვის შემცირებულია, მას ახლა ქულები დაემატება.
ბ) ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიუჰუსთვის, რომელიც რთულ სიტუაციაშია: მას სურს იმ ხაფანგიდან გამოვიდეს, რომელშიც თვითონვე მოხვდა. გავიხსენოთ მისი საზეიმო დაპირება რამდენიმე წლის წინათ, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ოკუპირებული ტერიტორიების ათვისებას დაიწყებდა. ეს დაპირება შეუსრულებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნეთანიუაჰუ საკუთარ თავს ახლა „მშვიდობის მტრედად“ წარმოიდგენს და თავის რეიტინგს მაღლა ასწევს მორიგი არჩევნებისათვის.
გ) არაბთა გაერთიანებული საემიროებისათვისაც - გაუმჯობესდება მისი ურთიერთობა აშშ-სთან, ხოლო ისრაელთან მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებას.
მთლიანობაში ეს შეთანხმება შეიძლება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ხელმომწერი მხარეებისათვის, მაგრამ რას მოუტანს ის პალესტინელებს, რომლებიც გრძნობენ, რომ გვერდზე გაწეულები აღმოჩნდნენ? აი, ამ კითხვაზე პასუხი არ არის“.
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-53771138
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge