დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

“ყველაფერი ორგანიზებულია, ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, პროტოკოლის სრული დაცვით - რესურსის დამატება საჭირო არ არის“ 14.08.2020 20:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში რეკომენდაციები სრულად იქნება დაცული. მინისტრის თქმით, სკოლებში რესურსის დამატება საჭირო არ იქნება. “ყველაფერი ორგანიზებულია, ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, პროტოკოლის სრული დაცვით. გეგმა შემუშავებულია ისე, რომ რესურსის დამატება საჭირო არ არის, ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე. დისტანცია ყველგან იქნება დაცული”, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

ცნობისთვის, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ: სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ