23:07 14.08.2020
მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან ახალი კორონავირუსი არავის დაუდასტურდა

მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან ახალი კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, 500-მდე ტესტი გუშინ გადააგზავნეს, საიდანაც ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითი იყო. დღეს მესტიის მუნიციპალიტეტიდან გამოსაკვლევად კიდევ 358 ნიმუში გადაიგზავნა.

 

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge